• ინსტრუქცია ავტორთათვის

    ინსტრუქცია ავტორთათვის

    (მომზადებულია “ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის” რესურსების მიხედვით)

    ზოგადი მიმოხილვა

    ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას. ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს კვლევის შედეგი. სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამისი მიმართულების/მიმართულებების პროფესორის/პროფესორების წერილობითი რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში. რედაქციაში შემოსული სტატია ან მისი მოზრდილი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან კიდევ – სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად დისკვალიფიცირდება და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის ინდივიდუალურად შესრულებული ერთი სტატია, ან ერთი ინდივიდუალური და ერთი თანაავტორობით შესრულებული სტატია ან ორი სტატია თანაავტორობით სხვადასხვა შემადგენლობით.

    რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2500 და მაქსიმუმ 5000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს.

    ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან.

    სტრუქტურა

    გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე და გაფორმებული ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). აუცილებელია ნაშრომს ახლდეს მოკლე აბსტრაქტი (150-200 სიტყვის მოცულობით), შესაბამის ენაზე. ამასთანავე, ტექსტს უნდა ერთვოდეს ოთხი ან ხუთი საკვანძო სიტყვა, რომლებიც ნაშრომის თემატიკასა და საკვლევ პრობლემას ასახავს.

    ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით). ფაილის სახელწოდებად გამოტანილი უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად: goguadze.doc. სტატიის ტექსტი იკრიბება Times New Roman გარნიტურის გამოყენებით (ქართული ტექსტის შემთხვევაში, Sylfaen-ში), 12 ზომის კეგლით და სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.

    ნაშრომის პირველი გვერდი წარმოადგენს სატიტულო ფურცელს, რომელზედაც აღნიშნულია ნაშრომის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი, საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი, სწავლების საფეხური, მიმართულების, ფაკულტეტისა და სასწავლო დაწესებულების დასახელება, ასევე, ნაშრომის გამოგზავნის თარიღი. ინგლისურენოვანი ტექსტის შემთხვევაში, სათაური ფორმდება მთავრული ასოებით. სათაური აკრეფილი უნდა იყოს 14 ზომის კეგლით, ხოლო მთლიანი ტექსტი – სტანდარტული 12 ზომის კეგლით. ტექსტის გამუქება და ხაზგასმა საჭირო არ არის.

    აბსტრაქტი – ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებულ ნაშრომს აუცილებლად უნდა ერთვოდეს აბსტრაქტი ქართულ ენაზე. აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 – 200 სიტყვას. აბსტრაქტი მოკლედ უნდა ასახავდეს კვლევის მიზანს, მთავარ შედეგებსა და ძირითად დასკვნებს. თუკი საჭიროება არ მოითხოვს, მოერიდეთ ციტირების გამოყენებას.

    საკვანძო სიტყვები – აბსტრაქტს თან ახლავს ოთხი ან ხუთი საკვანძო სიტყვა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასახავს ნაშრომის სამეცნიერო დისციპლინადმი კუთვნილებას და მასში განხილულ ძირითად კონცეფციებს. ნუ გამოიყენებთ აბრევიატურებს, ასევე, ზოგად და რამდენიმე კონცეფციის მომცველ სიტყვებს.

    შესავალი – როგორც წესი, შესავალი მოკლედ აჯამებს რელევანტურ კვლევებს, აქვე ავტორი ნათლად უნდა აღწერდეს საკვლევ პრობლემას.

    ლიტერატურის მიმოხილვა – ამ ნაწილში ავტორს განხილული უნდა ჰქონდეს ნაშრომისთვის შესაბამისი ლიტერატურა. ჟურნალი განსაკუთრებით აფასებს მიმოხილვის ისეთ ტექსტს, რომელშიც რელევანტური თეორიული მასალა კრიტიკულად იქნება მიმოხილული და საკმარის საფუძველს შექმნის ემპირიული ნაწილისთვის.

    მეთოდოლოგია – ავტორმა დაწვრილებით და გასაგებად უნდა ახსნას გამოყენებული მეთოდოლოგია. ამ ნაწილში მკითხველი უნდა დარწმუნდეს, რომ მეთოდოლოგია შესატყვისია მოცემული საკითხის საკვლევად.

    შედეგები/დისკუსია – ამ სექციაში გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული მონაცემთა ანალიზი და მისი შედეგები. ავტორის მიერ გაკეთებული დასკვნები უნდა ემყარებოდეს ემპირიულ მასალას. ამასთან, ავტორმა მკაფიოდ და გასაგებად უნდა დაუკავშიროს მის მიერ მიღებული შედეგები არსებულ თეორიულ მასალას.

    ბიბლიოგრაფია - გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით.

     

    ტექსტის ენობრივი ხარისხი – ავტორმა ენობრივად გამართული ტექსტი უნდა გამოგზავნოს. ტექსტში არ უნდა იყოს გრამატიკული შეცდომები.

     

    ციტირების სტილი

    გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით:

    სტატია

    Vander Geer, J., Hanraads, J. A. J., &Lupton, R. A. (2010). Theart of writing a scientific article. Journal of Scientific Communications, 163, 51–59.

    წიგნი

    Strunk, W., Jr., & White, E. B. (2000). The elements of style. (4th ed.). NewYork: Longman, (Chapter 4).

    კრებულის ცალკეული თავი

    Mettam, G. R., & Adams, L. B. (2009). How to prepare an electronic version of your article. In B. S. Jones, & R. Z. Smith (Eds.), Introduction to the electronic age (pp. 281–304). NewYork: E-Publishing Inc.

    ცხრილები, დიაგრამები და სხვა ვიზუალური მასალა

    თუ ავტორი იყენებს ვიზუალურ მასალას, დიაგრამებს ან ცხრილებს, ისინი აუცილებლად უნდა დაინომროს (მაგ. ცხრილი 1, დიაგრამა 2, ნახატი 3). ცხრილი პირდაპირ არ უნდა იყოს გადმოტანილი სტატისტიკური პროგრამიდან, უნდა მომზადდეს APA სტილის მიხედვით (იხ. დიაგრამა 1). ვიზუალური მასალაც, ასევე APA სტილით უნდა გაფორმდეს (მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ PurdueOWL-ის შესაბამისი გვერდი[1]).

     დიაგრამა 1 (წყარო: Purdue OWL)

    სექციები და სიები

    სექციების სათაურები და სიები უნდა გაფორმდეს APA სტილის მიხედვით. პირველი დონის სათაური უნდა იყოს გამსხვილებული და ფურცლის შუაში გამოტანილი, ხოლო მეორე და მესამე დონეებისა – მსხვილი და ცენტრიდან მარცხნივ განთავსებული. რაც შეეხება სიებს, თუ დასაცავია იერარქია, მაშინ ჩამონათვალი დანომრილი უნდა იყოს, თუ არა – შეგიძლიათ, გამოიყენოთ პუნქტები (ე. წ. bullet-point-ები).

    სახელმძღვანელო მასალები

    American Psychological Association. (2009). Publication manual of the American psychological

    association. American Psychological Association (APA).

    <http://www.apa.org/pubs/books/4200067.aspx>

    Angeli, E., Wagner, J., Lawrick, E., Moore, K., Anderson, M., Soderlund, L., &Brizee, A. (2010, May

    წულაძე, ლ. (2006). აკადემიური წერა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

    <http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=171>

     


    [1] General format. Retrieved from<http://owl.english.purdue.edu/owl/resource/560/01/>

     

    2021-09-10