• ჟურნალის შესახებ

    „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
    სტატიას სტუდენტი ამზადებს წინასწარ შერჩეული შესაბამისი დარგის პროფესორის ხელმძღვანელობით. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გაივლის ტექნიკურ შემოწმებას, ხოლო შემდეგ განიხილება სარედაქციო კოლეგიის პროფესორების მიერ. ამგვარი სისტემა საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააგროვონ სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნების გამოცდილება.

    ჟურნალის ბაზაზე იგეგმება სემინარები, რომელთა მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო – კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

    „სტუდენტთაჟურნალისოციალურმეცნიერებებში“ ასევე ღიაა თსუ სხვა ფაკულტეტებისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთათვის.

    ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ოთხჯერ.

    2021-09-10